თითქმის ყველას გამოუცდია ძლიერი ტკივილი კისრის არეში. და ამისთვის სულაც არ არის აუცილებელი რაიმე სახის ტრავმის მიღება ან ანომალური კისრის მალების ქონა – ზოგჯერ თავის უხერხული მობრუნება საკმარისია იმისთვის, რომ კისერი „გაგიშეშდეს“.
ამ სტატიაში მოგიყვებით, რა არის კისრის ტკივილის მიზეზები, როგორ გავუმკლავდეთ მათ და რა მალამო უნდა გქონდეთ შენახული პირველადი დახმარების ნაკრებში.
ძლიერი გაცივება, რომელიც იწვევს მიოზიტს (კუნთების ანთებას). საკმარისია მსუბუქი ორმხრივი ქარიც კი, რომ კისერი „ქარმა გაჰკრას“. შედეგად იწყება მწვავე ტკივილი (როგორც წესი, მხოლოდ ერთ მხარეს), რის გამოც თითქმის შეუძლებელი ხდება თავის მობრუნება.
მოუხერხებელი პოზა. ხდება ისე, რომ სამსახურში 8 საათი გიწევთ მოხრილი ან კისერ გაჭიმული ჯდომა – შედეგად, კუნთები დიდხანს იმყოფება დაძაბულ მდგომარეობაში და „ტეხვას“ იწყებს. ეს ასევე არასასიამოვნო პოზაში ძილის დროს ან მრავალი საათის განმავლობაში ავტომობილის მართვის შემდეგ შეიძლება მოხდეს, როდესაც მოძრაობას ნაკლებად ახერხებთ.
ტრავმები – მაგალითად, დაცემის, ავარიის ან სპორტული ვარჯიშების დროს.
სტრესი. კისრის არეში განლაგებულია მნიშვნელოვანი ნერვული წნული, მათ შორის დამხმარე ნერვი, რომელიც აქტიურად მუშაობს სტრესის დროს. მძიმე შრომის, გადაჭარბებული დატვირთვის, შიშისა და შფოთვის დროს ხშირად ქვეცნობიერად თავს შიგნით, მხრებს კი ზემოთ ვწევთ – ვჯგუფდებით და თავს საფრთხისგან ვიცავთ. ქრონიკული პრობლემების დროს, კუნთები მუდმივად დაძაბულია, კარგავს ელასტიურობას და მოსვენების დროსაც კი ხისტი რჩება. შედეგი კი – შებოჭილობა და ტკივილია.
ხერხემლის ან სხვა ორგანოების დაავადებები – კისრის ტკივილი შეიძლება იყოს ტვინის, გულის ან სისხლძარღვების პრობლემების სიმპტომი.
როგორ გავუმკლავდეთ მათ?
თუ კისრის ტკივილი მწვავეა, აუცილებელია მოასვენოთ – ძალიან მკვეთრად არ მოატრიალოთ და დიდხანს არ გააჩეროთ ერთ მდგომარეობაში. „გაშეშების“ შემთხვევაში, შალის შარფი ან თავშალი დაგეხმარებათ, რომელიც კისერზე უნდა შემოიხვიოთ – ეს გაათბობს და დაამშვიდებს კუნთებს. გარდა ამისა, შეგიძლიათ გამოიყენოთ სპეციალური მალამო.
მძიმე სამუშაო დღის შემდეგ მსუბუქი დისკომფორტის დროს, კისრის და ყელის ზონის მასაჟი დაგეხმარებათ – ის ასტიმულირებს სისხლის მიმოქცევას, ხსნის სპაზმს და ადუნებს კუნთებს. თუ კისრის ტკივილი დიდი ხნის განმავლობაში არ გაქრა, უნდა მიმართოთ სპეციალისტს. შესაძლოა, საქმე სერიოზულ დაავადებასთან გქონდეთ, რომლის დროსაც კისერს დახმარება სჭირდება, როგორიცაა, მაგალითად, ოსტეოქონდროზი და ოსტეოართრიტი.
იმისათვის, რომ კისრის პრობლემებმა ნაკლებად შეგაწუხოთ, შეგიძლიათ პროფილაქტიკის ჩატარება, რომელიც მოიცავს ყოველდღიურ გავარჯიშებას, სწორად აღჭურვილ სამუშაო ადგილს, ზურგის სწორად დაკავებას და რეგულარულ შესვენებებს.
რომელი მალამო გამოგადგებათ კისრის ტკივილის დასამარცხებლად?
კისრის არეში ტკივილის მოხსნა და მდგომარეობის აღდგენა შესაძლებელია ტკივილგამაყუჩებელი და გამათბობელი მალამოს – მაგალითად, კაპსიკამის® დახმარებით. ის შეიცავს ნონივამიდს – კაპსაიცინის ანალოგს, წითელი წიწაკის მწარე გემოზე პასუხისმგებელ ნივთიერებას. ნონივამიდი ამცირებს ტკივილს და აფართოებს კანის სისხლძარღვებს. ამიტომ მალამოს წასმის შემდეგ სითბოს შეგრძნება ჩნდება.
ნონივამიდის გარდა, კაფსიკამი® კიდევ 4 აქტიურ ნივთიერებას შეიცავს დაბალანსებული თანაფარდობით, რომლებიც აძლიერებენ და ავსებენ ერთმანეთის მოქმედებას.
1. დიმეთილსულფოქსიდს აქვს ანთების საწინააღმდეგო და ტკივილგამაყუჩებელი მოქმედება, ის ასევე ხელს უწყობს ტკივილის კერამდე პრეპარატის დანარჩენი კომპონენტების შეღწევას კანის მეშვეობით.
2. ბენზილის ნიკოტინატი აფართოებს სისხლძარღვებს და აუმჯობესებს სისხლის მიმოქცევას, მათ შორის დაზიანების კერაში.
3. სკიპიდარი და ქაფური დამატებით სისხლის მიმოქცევას აძლიერებს, ტკივილს ამცირებს.
გამოყენების წესი: კაფსიკამი® (1-3 გ) აპლიკატორის დახმარებით თხელ ფენად წაისვით მტკივნეულ ადგილზე 2-3-ჯერ დღეში. ტანსაცმლის დაბინძურების არ შეგეშინდეთ – მალამო სწრაფად შეიწოვება და არ ტოვებს კვალს ქსოვილზე.