სტატიებს დაუბრუნდით

წესები, რომლებიც დაგეხმარებათ თავიდან აიცილოთ „ზურგის მოწყვეტა“ აგარაკზე 

ზაფხულის დასაწყისში, როგორც წესი, ბაღისა და ბოსტნის საქმეების ციებ-ცხელება იწყება. ჩითილები დასარგავია, ბუჩქები გასაკრეჭი, სარგავების კვალი გამოსამარგვლი. თუმცა ამ სასიამოვნო ფუსფუს, თან ახლავს ყველასთვის ცნობილი სააგარაკე სიტუაცია: ზურგის გაშეშება, სახსრების ტკივილი, გადაღლა. 

ეს რომ თავიდან აიცილოთ, წაიკითხეთ სტატია. ჩვენ თავი მოუყარეთ 6 ხრიკს, რომლებიც დაგეხმარებათ წელის ჯანმრთელობის შენარჩუნებაში ბაღში ხანგრძლივი მუშაობის შემდეგაც კი. 

წინასწარ გაახურეთ კუნთები 

გასაგებია, რომ ამ დროს აგარაკზე ბევრი სამუშაოა – მიუხედავად ამისა, მაინც არ ღირს გმირობების ჩადენა და ერთ დღეში ყველაფრის გაკეთება. დივანზე შემოდგომა-ზამთრის წოლის შემდეგ ასეთი უჩვეულო და უეცარი დატვირთვა ძალიან სწრაფად იწვევს ზურგის ტკივილის გამწვავებას.  

ამიტომ, კუნთები წინასწარ უნდა მოამზადოთ – ზუსტად ისე, როგორც დარბაზში ვარჯიშის წინ. გამოდგება ჩვეულებრივი გახურება – დაჭიმვა, დახრები, წრიული მოძრაობები ხელებითა და ფეხებით, ტანის გადახვევა.  

კარგია, თუ შეძლებთ აქტივობის თანდათან გაზრდას. არ არის საჭირო ნიჩაბს ეცეთ დილაადრიან – შეგიძლიათ მსუბუქი სამუშაოთი დაიწყოთ. მაგალითად, ჟოლოსა და მოცხარის ბუჩქების დამუშავება და გაკრეჭა. 

სიმძიმეების სწორად აწევა 

თუ საჭიროა ნერგების ყუთის, კარტოფილის ტომრის ან წყლით ავსებული სათლის აწევა, სწორი ტექნიკა დაიცავით. საკმარისია გავიხსენოთ, როგორ წევენ სპორტსმენები სიმძიმეებს ძალოსნობაში – ისინი არა ზურგს, არამედ ფეხის კუნთებს იყენებენ, რომლებიც ბევრად უფრო მძლავრი და ეფექტურია დატვირთვის ასატანად. 

უბრალოდ მოხარეთ მუხლები, ჩაჯექით, აიღეთ წონა, მიიბჯინეთ სხეულზე და გაასწორეთ ფეხები სიმძიმის აწევისას. ეს ტექნიკა ზურგის უამრავი პრობლემის თავიდან აცილებაში დაგეხმარებათ.  

მნიშვნელოვანია, თავი აარიდოთ მკვეთრ მოძრაობებს და ყველაფერი რბილად აკეთოთ, გადახვევებისა და მობრუნებების გარეშე. თუ შესაძლებელია, სჯობს მძიმე საგანი ნაწილებად დაყოთ და რამდენიმე ჯერზე მოახდინოთ მისი გადატანა. შეგიძლიათ რაღაცეები ზურგჩანთაში ჩააწყოთ და ზურგზე ჩამოკიდოთ – ასე დატვირთვა უფრო თანაბრად გადანაწილდება. 

შეარჩიეთ კომფორტული პოზა 

დღის ბოლოს ბოსტნის ხანგრძლივი გამომარგვლის შემდეგ, ხანდახან შეიძლება იგრძნოთ გაბმული ტკივილი წელის არეში, და ზურგსაც ვერ გაასწორებთ ისე მარტივად. ეს ყველაფერი არასწორი პოზის შედეგია – მეაგარაკეთა უმეტესობა ნარგავების კვალზე მუშაობისას მრგვალი ზურგით იხრება, ფეხებს კი გასწორებულს ტოვებს და ასე დგას რამდენიმე საათის განმავლობაში. მაგრამ თუ ასეთ მოკუზულ მდგომარეობაში ძალიან დიდხანს გაჩერდებით, კუნთები „იმახსოვრებს“ ამ პოზას – წარმოიქმნება დაჭიმულობა და ტკივილი. 

ამიტომ მნიშვნელოვანია, რომ ზურგი რაც შეიძლება სწორ მდგომარეობაში შეინარჩუნოთ. მაგალითად, შეგიძლიათ „ოთხზე“ დადგომით ან მუხლებზე იმუშაოთ, ხოლო წინასწარ მათ ქვეშ რაიმე რბილი ამოიდოთ. კიდევ ერთი ვარიანტია – იყიდოთ სპეციალური მუხლის ბალიშები ან იმუშაოთ პატარა სკამზე დაჯდომით. 

მოერიდეთ გადამეტცივებას 

ამინდი მზაკვრული შეიძლება იყოს. დილით მზემ გამოანათა, ამიტომ მსუბუქად ჩაცმულები გავედით ბაღში. ნაშუადღევს კი ქარი ამოვარდა და აქტიური სამუშაოს შედეგად გაოფლიანებულ ზურგს გამჭოლმა ქარმა გაჰკრა. შედეგად შესაძლებელია მოხდეს კუნთოვანი ბოჭკოების ანთება: ჩნდება მიოზიტი, რაც ზურგის მწვავე ჩხვლეტით ტკივილს იწვევს. 

ამ შემთხვევაში, ღირს ამინდის მუდმივი დაკვირვება და სწორი ტანსაცმლის შერჩევა – ქარის ან ცივი ამინდის პირველივე ნიშნებისას, რაიმე თბილი ჩაიცვით. ასევე შეგიძლიათ თბილი წელზე შემოიხვიოთ – სჯობს ცოტა გაოფლიანდეთ, ვიდრე მოგვიანებით „ჩხვლეტას“ და მის შედეგებს ებრძოლოთ.   

მუშაობისას შესვენებების გაკეთება 

მნიშვნელოვანია საკუთარი ძალების გათვლა და ნორმის ფარგლების დაცვა – ჯობია ზომიერად იმუშაოთ, ვიდრე ნამდვილი „რბოლა“ მოაწყოთ ნარგავების კვალებს შორის და დღის ბოლოს დაეცეთ ზურგის ტკივილით, რომელიც დილასაც არ გაქრება.  

აუცილებელია მუშაობისა და დასვენების მონაცვლეობა: ყოველ 30-45 წუთში 5-10 წუთიანი შესვენება უნდა გაკეთდეს. კარგია, თუ დღის განმავლობაში შეძლებთ სხვადასხვა საქმის გაკეთებას სხეულის პოზის შეცვლით – დამჯდარი, დამდგარი ან მუხლებზე დადგომით. ეს დაგეხმარებათ თავიდან აიცილოთ სტატიკური პოზები, რომლებიც ხერხემლის და სახსრების გადატვირთვას იწვევს. 

შეარჩიეთ სწორი მატრასი 

როგროც წესი, აგარაკზე ყველაფერი ძველი და არასაჭირო მიაქვთ, მათ შორის ჩაზნექილი, კოშტებად წასული მატრასი, რომელზეც შემდეგ იძინებენ. მაგრამ მის ხარისხზე ხომ ზურგის ჯანმრთელობაც არის დამოკიდებული და ბოსტანში მძიმე დღის შემდეგ ღამით დასვენების შესაძლებლობაც.  

პატარა რჩევა მატრასის შერჩევასთან დაკავშირებით: ის უნდა იყოს მაგარი – რისი წყალობითაც ხერხემალი თავის ბუნებრივ პოზიციას ღებულობს. კომფორტულად დაძინებისთვის კი, შეგიძლიათ ზემოდან რბილი საბანი ან ლეიბი გადააფაროთ. 

რა გავაკეთოთ, თუ ზურგი მაინც აგვტკივდა? 

ამ შემთხვევაში, მნიშვნელოვანია ყველანაირი სამუშაო შეწყვიტოთ და ზურგი მინიმუმ 2-3 დღის განმავლობაში დაასვენოთ. ამ ხნის განმავლობაში აგარაკზე ცუდი არაფერი მოხდება, თუმცა უსიამოვნო გართულებების თავიდან აცილებას შეძლებთ. 

ტკივილის სინდრომის მოხსნის ხელშეწყობის მიზნით და მდგომარეობის აღსადგენად შეგიძლიათ წაისვათ ტკივილგამაყუჩებელი და გამახურებელი მალამო – მაგალითად, კაპსიკამი®. ის შეიცავს 5 აქტიურ ნივთიერებას სპეციალურად შერჩეულ დოზებში: 

  • ნონივამიდი (წიწაკისგან მიღებული ცხარე ნივთიერების ანალოგი) ამცირებს ტკივილს და აფართოებს კანის სისხლძარღვებს – შესაბამისად, მალამოს წასმის შემდეგ სითბოს შეგრძნება ჩნდება;  
  • დიმეთილსულფოქსიდს ანთების საწინააღმდეგო და ტკივილგამაყუჩებელი მოქმედება აქვს. იგი ასევე ხელს უწყობს კანის მეშვეობით პრეპარატის სხვა კომპონენტების შეღწევას ტკივილის კერაში; 
  • ბენზილნიკოტინატი აფართოებს სისხლძარღვებს და აუმჯობესებს სისხლის მიმოქცევას, მათ შორის დაზიანების კერაში; 
  • სკიპიდარი და ქაფური დამატებით აძლიერებს სისხლის მიმოქცევას და ამცირებს ტკივილს. 

მცირე რაოდენობის (1-3 გ) კაპსიკამი® 2-3-ჯერ დღეში თხელ ფენად აპლიკატორის დახმარებით უნდა წაისვათ მტკივნეულ ადგილზე. ნუ შეგეშინდებათ ტანსაცმლის დაბინძურებისა – მალამო სწრაფად შეიწოვება და არ ტოვებს კვალს ქსოვილზე. 

ყველა უფლება დაცულია.