ზურგის ან კისრის ტკივილი ყოველთვის ძალიან მოულოდნელად და არასასურველ დროს ჩნდება. იგი ცხოვრებას ტანჯვად აქცევს, ჩვეული რიტმიდან გვაგდებს და ადამიანს მხოლოდ ერთი სურვილი გიჩნდება: დაწოლა და უმოძრაოდ ყოფნა.
ჩვენ თავი მოვუყარეთ 5 რჩევას, რომლებიც ტკივილის შემსუბუქებაში დაგეხმარებათ:
მიიდეთ თბილი ან პირიქით ცივი სათბურა ბალიში *
თბილი წყლით ავსებულ სათბურა ბალიშს მტკივნეულ ზურგზე ან კისერზე იდებენ - უფრო ხშირად 15-20 წუთი საკმარისია კუნთების გასათბობისა და მოდუნებისთვის. ეს თავის მხრივ სპაზმებს ხსნის და ტკივილს ამსუბუქებს.
უნივერსალური რეკომენდაციები აქ არ არსებობს - ვის რა უფრო მოერგება შეგრძნებების მიხედვით; მაგალითად, თუ კისერი გტკივათ, შეგიძლიათ სცადოთ გამოიყენოთ არა მხოლოდ სითბო, არამედ სიცივე: პირსახოცში გახვეული ყინულის პაკეტი ან გაგრილებული სათბურა ბალიში მიიდეთ იმავე დროის განმავლობაში. ეს შეამცირებს ანთებას და ტკივილს. მაგრამ ეს მეთოდი არ გამოგადგებათ ზურგისთვის - აქ კუნთები უფრო ღრმად არის განლაგებული, ამიტომ სიცივე იქამდე უბრალოდ არ მიაღწევს 15-20 წუთში, სამაგიეროდ არსებობს კანის მოყინვის რისკი.
*არსებობს უკუჩვენებები, მეთოდის გამოყენებამდე გაიარეთ კონსულტაცია სპეციალისტთან.
ტკივილის მკურნალობის კიდევ ერთი ვარიანტია ცხელი აბაზანის მიღება. ის იგივენაირად მოქმედებს, რაც სათბურა - სხეული თბება, ხოლო კუნთები დუნდება (მეთოდის გამოყენებამდე რეკომენდებულია სპეციალისტთან კონსულტაცია).
გამოიყენეთ სპეციალური მალამო
ტკივილის სინდრომის მოსახსნელად და მდგომარეობის აღსადგენად შეგიძლიათ წაისვათ მალამო კაპსიკამი®, რომელიც შემუშავებულია სპეციალურად ამ ტიპის ტკივილისთვის.
კაპსიკამი® არის ტკივილგამაყუჩებელი და გამახურებელი მალამო, რომელიც შეიცავს სახსრების გამფართოებელი და მგრძნობიარე ნერვულ დაბოლოებებზე გამაღიზიანებელი მოქმედების მქონე ნივთიერებებს, რის შედეგადაც მას აქვს ადგილობრივი გამაღიზიანებელი, ჰიპერემიული და ტკივილგამაყუჩებელი მოქმედება. კანის ლოკალური გაღიზიანება იწვევს სისხლის მიწოდების ცვლილებას და ზურგის ტვინის იმავე სეგმენტების მიერ ინნერვირებული შინაგანი ორგანოების ტროფიკის შერჩევით შემცირებას. ზურგის ტვინის შესაბამის სეგმენტში დამატებითი გაღიზიანება იწვევს ანტინოციცეპტური სისტემის დამატებით გააქტიურებას, რაც ხელს უშლის ტკივილის იმპულსების გადაცემას თავის ტვინის ქერქში და აუმჯობესებს ტკივილის ამტანობას.
მალამო კაპსიკამის® ეს კომპლექსური მოქმედება დაკავშირებულია მის უნიკალურ შემადგენლობასთან - ის ერთდროულად 5 აქტიურ ნივთიერებას შეიცავს სპეციალურად შერჩეულ დოზებში.
- ნონივამიდი ამცირებს ტკივილს და აფართოებს კანის სისხლძარღვებს.
- დიმეთილსულფოქსიდს ანთების საწინააღმდეგო და ტკივილგამაყუჩებელი მოქმედება აქვს, ის ასევე ხელს უწყობს პრეპარატის სხვა კომპონენტების შეღწევას კანის მეშვეობით ტკივილის კერამდე.
- ბენზილნიკოტინატი აფართოებს სისხლძარღვებს და აუმჯობესებს სისხლის მიმოქცევას.
- სკიპიდარი და ქაფური აძლიერებს სისხლის მიმოქცევას და ამცირებს ტკივილს.
კაპსიკამი® უნდა წაისვათ 2-3-ჯერ დღეში თხელ ფენად აპლიკატორის გამოყენებით მტკივნეული ადგილის არეში. არ შეგეშინდეთ ტანსაცმლის დაბინძურებისა - მალამო სწრაფად შეიწოვება და არ ტოვებს კვალს ქსოვილზე.
მოაწესრიგეთ კვება
თურმე ზოგიერთ საკვებს შეუძლია კუნთების ტკივილის შემცირებაში დახმარება, ამიტომ მნიშვნელოვანია კვების რეჟიმის დაცვა – თანაც არა მხოლოდ შეტევების დროს, არამედ ყოველდღიურ ცხოვრებაში.
ორგანიზმის ანთებითი პროცესის შესამსუბუქებლად, შეგიძლიათ მიირთვათ შემდეგი ნივთიერებებით მდიდარი საკვები:
- კალიუმი – ავოკადო, ისპანახი, ბანანი, შვრია, ბარდა, კარტოფილი.
- მაგნიუმი – გოგრა, მჟაუნა, თხილი (კეშიუ, ნუში, კედრის კაკალი), მარცვლეული (წიწიბურა, ქერი, ხორბალი).
- ომეგა-3 ცხიმოვანი მჟავები – ზღვის თევზი (სკუმბრია, ორაგული), მცენარეული ზეთები (სელის, თხილის, სოიოს).
- ანტიოქსიდანტები – შავი ქლიავი, ქიშმიში, ბადრიჯანი, ალუბალი, მწვანე ჩაი.
გთხოვთ გაითვალისწინოთ, რომ პროდუქტებმა შეიძლება გამოიწვიოს ალერგიული რეაქცია, გაიარეთ კონსულტაცია სპეციალისტთან.
მიმართეთ ექიმს
ტკივილის პირველივე სიმპტომების გამოჩენისას, უნდა მიმართოთ ექიმს, რათა მოხდეს მიზეზის დიაგნოსტიკა და დაინიშნოს მკურნალობა, რადგან ზურგისა და კისრის მწვავე ტკივილი სხვადასხვა მიზეზის გამო შეიძლება გაჩნდეს – დაწყებული სხეულის არასწორი პოზიციით ძილის ან მუშაობის დროს, დამთავრებული ტრავმებით ან სერიოზული დაავადებებით, როგორიცაა თიაქარი ან თუნდაც შინაგანი ორგანოების ანთება.
მხოლოდ ექიმს შეუძლია შეარჩიოს შესაბამისი მკურნალობა. მაგალითად, კუნთების ტკივილისთვის ეს შეიძლება იყოს მასაჟი და ფიზიოთერაპია.
დაბალანსებული ფიზიკური დატვირთვა
ზურგის მწვავე ტკივილის დროს ადამიანი ყველაზე ხშირად ვერც კი მოძრაობს ან ჩასუნთქვაც კი უჭირს – ასე რომ, ყოველგვარ ფიზიკურ ვარჯიშზე საუბარიც კი ზედმეტია. მაგრამ საწოლში დიდხანს წოლა ასევე საზიანოა – კუნთები სუსტდება და როცა მოძრაობას იწყებ, ზურგზე დატვირთვა იზრდება და, შედეგად, ზურგი ტკივილს განახლებული ძალებით იწყებს.
ამიტომ, მწვავე ტკივილის დროს, შეგიძლიათ დაისვენოთ ერთი-ორი დღე და შემდეგ დაუბრუნდეთ ყოველდღიურ საქმიანობას. მნიშვნელოვანია, რომ არ აწიოთ სიმძიმეები, არ გააკეთოთ ზედმეტი დახრა და მიხრა-მოხრა, არამედ უბრალოდ ზომიერად დაიტვირთოთ თავი: იარეთ, გააკეთეთ მცირე გასახურებელი ვარჯიში. მიმართეთ ექიმს შეკითხვით, შეგიძლიათ თუ არა ვარჯიშის დაწყება და რა მოცულობით ვარჯიშია რეკომენდებული.
მსუბუქი გაჭიმვა და იოგა ხელს უწყობს კუნთების ზედმეტი დაძაბულობის მოხსნას, აუმჯობესებს სისხლის მიმოქცევას და ამსუბუქებს ტკივილს. ვარჯიშის დაწყებამდე რეკომენდებულია სპეციალისტთან კონსულტაციის გავლა.