ნონივამიდის - ტკივილის იმპულსების ძლიერი ბლოკატორის - ექსტრა-ძალის წყალობით კაფსიკამი® დაგეხმარებათ ზურგის, კუნთების, კისრის არეში მწვავე უეცარ ტკივილთან გამკლავებაში. სამკურნალო სითბოს ეფექტი კი კუნთების სპაზმსა და ანთებას მოგიხსნით.
მკურნალობის კურსის ხანგრძლივობა დამოკიდებულია დაავადების ბუნებასა და სიმძიმეზე, მაგრამ პრეპარატი არ უნდა გამოიყენოთ 10 დღეზე მეტი ხნის განმავლობაში ექიმთან კონსულტაციის გარეშე.
კაფსიკამი® უნდა წაისვათ დაუზიანებელ კანზე. აუცილებელია თვალებში და ლორწოვან გარსებზე მალამოს მოხვედრის თავიდან აცილება. ყოველი პროცედურის შემდეგ ხელები გრილი წყლით და საპნით დაიბანეთ.
თუ მალამო ჭარბი რაოდენობით იქნა წასმული და გამახურებელი ეფექტი ჭარბად არის გამოხატული, რეკომენდებულია გრილი წყლით და საპნით ზედმეტი მალამოს ჩამობანა. გამოყენების წინ რეკომენდებულია ყურადღებით წაიკითხოთ გამოყენების ინსტრუქცია
დიახ, კაფსიკამი ურეცეპტოდ იყიდება
პრეპარატი კაფსიკამის გამოყენების ინსტრუქციაში აღწერილია სიფრთხილის შემდეგი ზომები, რადგან მალამოს გამახურებელი ეფექტი აქვს:
მოერიდეთ მალამოს მოხვედრას ღია ჭრილობებზე, ლორწოვან გარსებსა და თვალებში;
გვერდითი ეფექტების თავიდან აცილების მიზნით, პრეპარატის მიმართ მგრძნობელობის დასადგენად, რეკომენდებულია კანზე მალამოს მცირე რაოდენობით წასმა;
ყოველი პროცედურის შემდეგ, მიუხედავად იმისა, იყენებდით თუ არა აპლიკატორს, კარგად დაიბანეთ ხელები გრილი წყლით და საპნით;
თუ ინდივიდუალური რეაქციის შემთხვევა მაინც მოხდა, რეკომენდებულია პრეპარატის ჩამობანა გრილი წყლით და საპნით ან მოშორება კანის ზედაპირიდან მცენარეულ ზეთში დასველებული ბამბის ტამპონით