სტატიებს დაუბრუნდით

რა ვქნათ, თუ ზურგის, კუნთებისა და სახსრების ტკივილი გვაწუხებს? სპოილერი: სითბო დაგეხმარებათ 

იცოდით, რომ ნობელის პრემია მედიცინასა და ფიზიოლოგიაში 2021 წელს „ტემპერატურისა და შეხების რეცეპტორების აღმოჩენისთვის“ მიანიჭეს? მოკლედ რომ ვთქვათ, ეს იმის ახსნას დაეხმარა, თუ როგორ აღაგზნებს სითბო, სიცივე და შეხება სიგნალებს ჩვენს ნერვულ სისტემაში. 

კაპსაიცინის დახმარებით – ნივთიერებისა, რომელიც პასუხს აგებს წითელი წიწაკის ცეცხლოვან გემოზე, – მეცნიერებმა TRPV1 რეცეპტორი აღმოაჩინეს. იგი კანის ნერვულ დაბოლოებებზე მდებარეობს და სითბოზე რეაგირებს. კაპსაიცინის მაღალი კონცენტრაციის განმეორებით ზემოქმედებას შეუძლია შეამციროს ტკივილის რეცეპტორების მგრძნობელობა და ნერვის ისეთი უნარი, როგორიცაა ტკივილის იმპულსების გადაცემა. გამოდის, რომ თუ სხეულის მტკივნეულ ადგილს გააცხელებთ, დისკომფორტი შესაძლოა გაქრეს. 

რა თქმა უნდა, თუ ვარჯიშის შემდეგ მოულოდნელად ზურგი ან კუნთები აგტკივდათ, კანზე ცხარე წიწაკის წასმა აუცილებელი არ არის. ამისათვის სხვადასხვა მალამოები არსებობს, რომლებიც კაპსაიცინის ანალოგს შეიცავს. კაპსიკამი® ერთ-ერთი მათგანია –ამ სტატიაში მის შესახებ უფრო მეტს მოგიყვებით. 

რას შეიცავს კაპსიკამი? 

კაპსიკამი® არის ტკივილგამაყუჩებელი და გამახურებელი მალამო. ის შეიცავს ერთდროულად 5 აქტიურ ნივთიერებას სპეციალურად შერჩეულ დოზებში: 

  • ნონივამიდი (კაპსაიცინის – პარკოსანა წიწაკის ცხარე ნივთიერების –ანალოგი) ამცირებს ტკივილს და აფართოებს კანის სისხლძარღვებს – შესაბამისად, მალამოს წასმის შემდეგ სითბოს შეგრძნება ჩნდება; 
  • დიმეთილსულფოქსიდს ანთების საწინააღმდეგო და ტკივილგამაყუჩებელი მოქმედება აქვს, ასევე ის ხელს უწყობს პრეპარატის სხვა კომპონენტების შეღწევას კანის მეშვეობით ტკივილის კერამდე; 
  • ბენზილნიკოტინატი აფართოებს სისხლძარღვებს და აუმჯობესებს სისხლის მიმოქცევას, მათ შორის დაზიანების კერაში; 
  • სკიპიდარი და ქაფური დამატებით აძლიერებს სისხლის მიმოქცევას და ამცირებს ტკივილს. 

როგორია მისი მოქმედება? 

კაპსიკამ®-ის ყველა ნივთიერებას სისხლძარღვთა გამაფართოებელი და მგრძნობიარე ნერვული დაბოლოებების გამაღიზიანებელი მოქმედება აქვს. ამრიგად, სისხლი მტკივნეულ ადგილამდე მიედინება, ასევე იბლოკება ტკივილის იმპულსების გატარება. 

გამოდის, რომ კაპსიკამ®- ადგილობრივი გამაღიზიანებელი მოქმედება აქვს და იგი წასმის ადგილას და დაზიანების კერაში, რომელიც უფრო ღრმად მდებარეობს, სისხლის ნაკადს აუმჯობესებს. ხოლო ტკივილის იმპულსების „გამორთვის“ წყალობით, პარალელურად ტკივილგამაყუჩებელი ეფექტი ვითარდება.  

რა შემთხვევაში შეიძლება მისი გამოყენება? 

კაპსიკამ®-ის მალამოს გამოყენებისთვის რამდენიმე ჩვენება არსებობს: 

  • თუ ზურგის ან კისრის კუნთებში მწვავე ტკივილი ჩნდება - მაგალითად, გადამეტციების შედეგად ორპირი ქარის გამო ან კომპიუტერთან ჯდომისას არასწორი პოზიციის გამო; 
  • თუ ხელის და ფეხის სახსრები გტკივათ – მაგალითად, ძლიერი დატვირთვის შემდეგ; 
  • თუ ვარჯიშის განახლების შემდეგ კუნთები გტკივათ და ასევე თუ მათი გახურება გსურთ - კაპსიკამ®-ის მალამოს წასმის შემდეგ სამკურნალო სითბოს ეფექტი ჩნდება, რომელიც კუნთებს ადუნებს. 

როგორ გამოვიყენოთ მალამო? 

კაპსიკამი® უნდა წაისვათ მცირე პორციებად 1-3 გრამი 2-3-ჯერ დღეში თხელ ფენად მტკივნეულ ადგილას, აპლიკატორის გამოყენებით. ნუ შეგეშინდებათ ტანსაცმლის დაბინძურებისა - მალამო სწრაფად შეიწოვება, არ ტოვებს კვალს ქსოვილზე და კანს სუნთქვის საშუალებას აძლევს. 

ინსტრუქციის თანახმად, მალამოს ტკივილგამაყუჩებელი მოქმედება 30-40 წუთში ჩნდება და 3-6 საათი გრძელდება. განმეორებითი გამოყენებისას მალამო ეფექტს 10-14 დღის განმავლობაში ინარჩუნებს. თუ ამ პერიოდში ტკივილი და ანთება არ გაქრა, უნდა მიმართოთ ექიმს მკურნალობის დასაკორექტირებლად. 

ყველა უფლება დაცულია.