სტატიებს დაუბრუნდით

გაწუხებთ „ჭვალი“ ზურგში ან კისრის არეში?  სათანადო მალამო არსებობს

ნაკლებად სასიამოვნოა, როცა ზურგი მოულოდნელად „ჩხვლეტას“ იწყებს, კისერი გწიწკნის, ან ვარჯიშის შემდეგ ფეხებისა და მკლავების კუნთებში დისკომფორტი ჩნდება. ასეთი ტკივილი არ გვაძლევს საშუალებას მშვიდად იცხოვროთ და ჩვეული რიტმიდან გვაგდებს – იმდენად, რომ მხოლოდ დაწოლისა და უსიამოვნო სიმპტომების რაც შეიძლება სწრაფად მოშორების გარდა სხვა სურვილი არ გაგაჩნიათ.

ამ შემთხვევაში, მალამო კაპსიკამი® დაგეხმარებათ, რომელიც სპეციალურად შექმნილია ამ ტიპის ტკივილის დასამარცხებლად. ჩვენ შევკრიბეთ 4 მიზეზი იმისა, თუ რატომ უნდა იქონიოთ მუდამ ხელთ ეს მალამო.

შემადგენლობაში შემავალი 5 აქტიური კომპონენტი

ზოგ შემთხვევაში, ზურგის, კისრის და მკლავებისა და ფეხების კუნთებში დისკომფორტის შესამსუბუქებლად არასტეროიდული ანთების საწინააღმდეგო საშუალებები ინიშნება. მაგრამ მათ გვერდითი მოვლენები აქვთ – არასტეროიდულ ანთების საწინააღმდეგო საშუალებებმა, რომლებიც შიგნით მიიღება, შეიძლება გამოიწვიოს კუჭ-ნაწლავის ტრაქტის, გულ-სისხლძარღვთა სისტემის, თირკმელებისა და ღვიძლის სხვადასხვა პრობლემები. არასტეროიდულ ანთების საწინააღმდეგო საშუალებების შემცველ მალამოებს ნაკლები უარყოფითი ეფექტი აქვთ, თუმცა არც ისინია მოკლებული გვერდით ეფექტებს.

კაპსიკამი® არ შეიცავს არასტეროიდულ ანთების საწინააღმდეგო საშუალებებს ის შეიცავს სხვა აქტიურ ნივთიერებებს სპეციალურად შერჩეულ დოზებში.

  • ნონივამიდი არის კაპსაიცინის ანალოგი (ნივთიერება, რომელიც პასუხისმგებელია წითელი წიწაკის ცხარე გემოზე). ნონივამიდი ამცირებს ტკივილს და აფართოებს კანის სისხლძარღვებს. სწორედ აქედან ჩნდება სითბოს შეგრძნება მალამოს წასმის შემდეგ.
  • დიმეთილსულფოქსიდს აქვს ანთების საწინააღმდეგო და ტკივილგამაყუჩებელი მოქმედება, იგი ასევე ტკივილის კერაში კანის მეშვეობით პრეპარატის სხვა კომპონენტების შეღწევას უწყობს ხელს.
  • ბენზილნიკოტინატი აფართოებს სისხლძარღვებს და აუმჯობესებს სისხლის მიმოქცევას, მათ შორის დაზიანების კერაში.
  • სკიპიდარი და ქაფური დამატებით აძლიერებს სისხლის მიმოქცევას და ამცირებს ტკივილს.

შეიძლება გამოყენებულ იქნას სხვადასხვა სახის ტკივილისთვის

ტკივილის მიზეზი სხვადასხვა შეიძლება იყოს – ან დიდხანს ისხედით ორპირ ქარზე და ზურგის „ჭვალი“ დაგემართათ, ან უხერხულად გეძინათ და კისერი აგტკივდათ, ან დიდი ხნის შესვენების შემდეგ განაახლეთ ვარჯიში და ახლა ფეხის კუნთები გტკივათ. ამ შემთხვევაში, კარგია, თუ ხელთ უნივერსალური მალამო გაქვთ, რომელიც დისკომფორტთან გამკლავებაში დაგეხმარებათ.

კაპსიკამი® სწორედ ასეთია. უპირველეს ყოვლისა, მას ზურგისა და კისრის მწვავე უეცარი ტკივილის დროს იყენებენ – მას ადგილობრივი გამაღიზიანებელი ეფექტი აქვს და გამოყენების ადგილსა და უფრო ღრმად მდებარე დაზიანების კერაში სისხლის ნაკადს აუმჯობესებს. ხოლო შემადგენლობაში შემავალი ნონივამიდი ბლოკავს ტკივილის იმპულსების გამტარობას.

კაპსიკამი® ასევე გამოიყენება ყრუ დისკომფორტის დროს მკლავებისა და ფეხების სახსრებში – მაგალითად, მძიმე დატვირთვის შედეგად – ასევე, თუ ვარჯიშის შემდეგ კუნთების დაგვიანებულმა ტკივილმა შეგაწუხათ.

იწარმოება ჰიდროფილური ემულსიის სახით

ზურგის, კისრის და კიდურების კუნთების ტკივილის საწინააღმდეგო კარგი მალამო უხერხულობას არ უნდა ქმნიდეს. მაგალითად, არის საშუალებები, რომელთა გაშრობას დიდი დრო სჭირდება, რაც იმას ნიშნავს, რომ ზურგზე მალამოს წასმის შემთხვევაში მოგიწევთ ლოდინი, სანამ ყოველდღიური საქმიანობის გაგრძელებას შეძლებთ. ან პრეპარატი საერთოდ არ შეიწოვება და აბინძურებს ტანსაცმელს.

კაპსიკამს® უნიკალური სამკურნალწამლო ფორმა აქვსჰიდროფილური ემულსია.

ამის წყალობით მალამო სწრაფად შეიწოვება, არ ტოვებს კვალს ტანსაცმელზე და კანს სუნთქვის საშუალებას აძლევს. 

გამოყენების წესი: წაისვით 1-3 გრ კაპსიკამი® მტკივნეულ ადგილზე აპლიკატორის გამოყენებით და ფრთხილად შეიზილეთ კანში მსუბუქი სამასაჟე მოძრაობებით. გაიმეორეთ დღეში 2-3-ჯერ.

სპეციალური აპლიკატორი დაგეხმარებათ გამოყენების შემდეგ არ იდარდოთ ხელების დაბანაზე.

წასმის შემდეგ გახურების ეფექტი იწყება

ის ჩნდება მტკივნეულ ადგილას სისხლის ნაკადის გაზრდის წყალობით. ამის გამო ქსოვილებში ჟანგბადის, საკვები ნივთიერებების მიწოდება ჩქარდება და ანთების შემცირება ხდება.

ამ გამახურებელი ეფექტის წყალობით კაპსიკამი® სპორტსმენების მიერ გამოსაყენებელი სათანადო მალამოა. მისი წასმა შესაძლებელია როგორც ვარჯიშის შემდეგ ტკივილის სინდრომის შესამსუბუქებლად, ასევე ფიზიკური აქტივობის დაწყებამდე. მალამო ხელს უწყობს კუნთების გახურებას, რათა ისინი უფრო ელასტიური და მომზადებული გახდნენ ვარჯიშისთვის – შესაბამისად, ტრავმებისადმი ნაკლებად მიდრეკილი.

გამახურებელი საშუალების სახით, ვარჯიშის წინ მცირე რაოდენობის კაპსიკამი® (დაახლოებით 1-3 ) წაისმევა სამასაჟე უბანზე აპლიკატორის გამოყენებით და შეიზილება სამასაჟე მოძრაობებით, სანამ კანი არ გაწითლდება. ვარჯიშის შემდეგ მალამო კანიდან ჩამოსაბანია გრილი წყლით.

ყველა უფლება დაცულია.