ზურგის 6 ძირითადიმტერი. მოგიყვებით, როგორგავიმარჯვოთ მათზე
ყოველდღე, თანამედროვე ადამიანი ერთსა და იმავე ჩვეულ მოქმედებებს ასრულებს ისე, რომ დიდად არც კი ამჩნევს მათ, მაგალითად, დიდხანს იყურება სმარტფონში, ნერვიულობს სამსახურზე, გასეირნების ნაცვლად უპირატესობას ავტობუსს ანიჭებს.
ერთობლიობაში, ამ ყველაფერმა შეიძლება უარყოფითად იმოქმედოს ზურგზე, გააფუჭოს ტანადობა და გამოიწვიოს კუნთების ტკივილი. ზურგის დასახმარებლად, ზოგჯერ საკმარისია მხოლოდ ამ ცუდი ჩვევებისგან განთავისუფლება. ამის შესახებ ქვემოთ ვისაუბრებთ. ბოლოს კი მოგიყვებით რა უნდა გავაკეთოთ, თუ ზურგი მაინც გტკივათ.
ჩვევა№1. ნაკლებმოძრავი ცხოვრების წესი
ტიპიური სიტუაცია: ადამიანმა დილით გვიან გაიღვიძა, ვერ მოასწრო მოთელვა და პრაქტიკულად მაშინვე მანქანაში ან ავტობუსში ჩაჯდა სამსახურში წასასვლელად. იქ 8 საათის განმავლობაში ერთ პოზაში იჯდა, საღამოს კი სახლში დაბრუნდა და დივანზე წამოწვა წიგნით ან სმარტფონით ხელში. ასე დღითიდღე ვითარდება ჰიპოდინამია – მდგომარეობა, რომელიც ჩნდება მოძრაობის ნაკლებობის გამო და იწვევს ორგანიზმის ფუნქციების, მათ შორის საყრდენ-მამოძრავებელი სისტემის დაქვეითებას. ეს ყველაფერი კი არც ისე შორსაა ზურგის პრობლემებისგან.
საქმე იმაშია, რომ, თუ ადამიანი მთელ დღეს ერთ მჯდომიარე პოზაში ატარებს, კუნთები და სახსრები საკმარის კვებას ვერ იღებენ და სუსტდება...
განსაკუთრებითსაზიანოასაწოლშიმუშაობა– როდესაც რბილზედაპირზე წევხართ ან ზიხართსხეულისყველანაწილიძალიანდაძაბულია. ამისგამოორგანიზმში შეიძლებაგაჩნდესშებოჭილობისშეგრძნება, კისრისტკივილიდასხვაუსიამოვნოშეგრძნებები.
ჩვევა №2. გადაჭარბებული დატვირთვები
სხვაგვარადაც ხდება ხოლმე – თითქოსდა დადიხარ სატრენაჟორე დარბაზში, დაკავებული ხარ სპორტით და ბევრს სეირნობ, ზურგი კი მაინც გტკივა. როგორც წესი, ამის ორი მიზეზი არსებობს.
საქმე არასწორ ტექნიკაშია. მაგალითად, შეიძლება არასწორად დაიხაროთ შტანგის აწევისას, გადატვირთოთ წელის არეს კუნთები, რაც ნერვული დაბოლოებების გადაჭიმვას გამოიწვევს. გარდა ამისა, დისკომფორტი ზურგში შეიძლება იყოს კუნთების დაგვიანებული ტკივილის სინდრომის – კუნთების ბოჭკოების ანთების შედეგი, ვარჯიშის დროს მათი მიკროტრავმირების გამო. ჩვეულებრივ, ტკივილი არ ჩნდება უცებ ვარჯიშის შემდეგ, არამედ 24-36 საათში, ამიტომაც მას გადადებულს უწოდებენ.
ჩვევა №3. არასწორი ტანადობა
ტანადობა დამოკიდებულია ზურგის ჯანმრთელობაზე, ხოლო ზურგის ჯანმრთელობა – ტანადობაზე. თუ ადამიანი მოხრილია ან მოკუზული, კუნთები ასევე იძულებულია არაბუნებრივი პოზიცია დაიჭირონ. აქედან წამოიქმნება ტკივილი, უსიამოვნო შეგრძნებები და ამავდროულად ორგანიზმის სხვა უარყოფითი მოვლენები – სუნთქვის დარღვევები, დაღლილობა, თავის ტკივილი.
ცხელ ამინდში, ქარის მსუბუქ დაქროლვასაც, როგორც საჩუქარს ვღებულობთ და, დაუფიქრებლად, ვზივართ ღია ფანჯარასთან ან კონდიციონერის ქვეშ. მაგრამ ორპირი ქარი საშიშროებას წარმოადგენს, რადგან ის ორგანიზმზე მხოლოდ ლოკალურად მოქმედებს.
თუ ადამიანი ყინვაში ქუჩაში მიდის და იყინება, მისი დამცავი რეაქციები ამოქმედდება – ტანში ჟრუანტელი უვლის, თმა ყალყზე უდგება, შეცივდება და აჟრჟოლებს. ეს ყველაფერი ხელს უწყობს სითბოს გამოყოფის ზრდას და უფრო სწრაფად გათბობას.
სრულიად განსხვავებული სიტუაციაა, როდესაც სახლში სითბოში ზიხარ და ზურგზე გრილი ნიავი გიბერავს. ორგანიზმი ვერ გრძნობს, რომ სცივა და არ აამოქმედებს დამცავ ძალებს – ჰაერის ნაკადი სხეულის ლოკალურ მიდამოში უფრო და უფრო ძლიერად მოქმედებს და უფრო ღრმად აციებს. შედეგი – მიოზიტი (კუნთების ანთება). მარტივად მას „წელკავს“ უწოდებენ. ეს არის მკვეთრი ტკივილი წელში ან ბეჭებს შორის, კისერზე, განსაკუთრებით მოძრაობისას.
ჩვევა№5. სტრესი
ადამიანს ჰგონია, რომ პრობლემებმა სამსახურსა და სახლში, ზედმეტმა დატვირთვამ, შფოთვამ, შიშმა და სხვა უარყოფითმა ემოციებმა შეიძლება გავლენა იქონიოს მხოლოდ მის ფსიქოლოგიურ მდგომარეობასა და განწყობაზე. ეს ასე არ არის – სტრესი ფიზიკურადაც შეიძლება გამოვლინდეს, მათ შორის კუნთებში.
საქმე იმაშია, რომ სტრესი – ორგანიზმის რეაქციაა გარკვეული საფრთხის წინააღმდეგ. ძველ დროში ეს იყო მტაცებელი, ახლა კი – ბოროტი უფროსი სამსახურში. კუნთები იკუმშება, სხეული დაჯგუფდება და გამღიზიანებლის წინააღმდეგ ბრძოლისთვის ემზადება. თუ რეაქცია ხორციელდება და საფრთხე აღმოიფხვრება, ორგანიზმი შემდგომში დუნდება. ხოლო თუ გამაღიზიანებელი რჩება, სტრესი არსად არ მიდის, რაც იმას ნიშნავს, რომ კუნთები იძაბება, ამის გამო კი, პირველ რიგში ზურგი ზარალდება, რომელიც ისჯება ორ ფეხზე გადაადგილების ჩვენი უნარის გამო.
სხვათა შორის, დაახლოებით იგივე მექანიზმი ეგრეთ წოდებული „დაძაბულობის თავის ტკივილს“ იწვევს, რომელიც თავისა და კისრის კუნთების გახანგრძლივებული დაძაბულობის გამო ჩნდება.
კუნთებისზედმეტ დაძაბულობასთანგამკლავებისერთ-ერთიგზაარისფიზიკურიაქტივობა, მაგალითად, სირბილიანთუნდაცსიარული.
ჩვევა№6. ძილიარასწორმატრასზე
ზოგს რბილ საწოლზე ძილი მოსწონს, ზოგს კი – ძალიან მაგარ ზედაპირზე. ერთიც და მეორეც საზიანოა: ძალიან მაგარი მატრასის გამო სისხლის მიმოქცევა ირღვევა, ხოლო რბილი, პირიქით, წონის ქვეშ იზნიქება და გამოდის, რომ ადამიანი ისე იძინებს, თითქოს ჰამაკშია.
შედეგად, ზურგი არაბუნებრივ მდგომარეობაშია 8 საათის განმავლობაში – გასაკვირი არ არის, რომ დილით თავი დაქანცულად და დაღლილად იგრძნოთ. ასე რომ, ოპტიმალური იქნება ოქროს შუალედის მოძებნა.
როგორავიცილოთთავიდან ზურგის ტკივილი?
სულ მცირედი, დაამატეთ მეტი მოძრაობა თქვენს ცხოვრებაში, მოერიდეთ ორპირ ქარს და ისწავლეთ დასვენება. და თუ ზურგში დისკომფორტი მაინც გამოჩნდა, შეგიძლიათ გამოიყენოთ მალამო კაპსიკამი®, რომელიც სპეციალურად კუნთებში მწვავე ტკივილის დროს დასახმარებლად შეიქმნა. მისი შემადგენლობა ერთდროულად 5 აქტიურ ნივთიერებას შეიცავს, სპეციალურად შერჩეულ დოზირებებში:
ნონივამიდი (წიწაკისაგან მიღებული მწარე ნივთიერების ანალოგი) ამცირებს ტკივილს და აფართოებს კანის სისხლძარღვებს – შესაბამისად, მალამოების გამოყენების შემდეგ წარმოიქმნება სითბოს შეგრძნება;
დიმეთილსულფოქსიდს აქვს ანთების საწინააღმდეგო და ტკივილგამაყუჩებელი მოქმედება, იგი ასევე ხელს უწყობს კანის მეშვეობით პრეპარატის სხვა კომპონენტების შეღწევას ტკივილის კერამდე;
სისხლძარღვებს აფართოებს და სისხლის მიმოქცევას აუმჯობესებს, მათ შორის დაზიანების კერაში;
სკიპიდარი და ქაფური დამატებით აძლიერებს სისხლის მიმოქცევას, ამცირებს ტკივილს.
კაპსიკამი (1-3 გ) გამოიყენება გარეგანად, დღეში 2-3 ჯერ აპლიკატორის დახმარებით მტკივნეული ადგილის არეში თხელი ფენის წასმის გზით. ტანსაცმლის დალაქავების ნუ შეგეშინდებათ – მალამო სწრაფად შეიწოვება და არ ტოვებს კვალს ქსოვილზე.
გარდა ამისა, კაპსიკამი® შეიძლება გამოყენებულ იქნას როგორც ვარჯიშის წინ გამხურებელი მალამო – იგი ისმევა შესაზელ არეში აპლიკატორის დახმარებით და სამასაჟე მოძრაობებით შეიზილება კანის სიწითლემდე. ვარჯიშის შემდეგ, მალამო კანიდან გრილი წყლით ჩამოიბანება.
რა ვქნათ, თუ ზურგის, კუნთებისა და სახსრების ტკივილი გვაწუხებს? სპოილერი: სითბო დაგეხმარებათ
იცოდით, რომ ნობელის პრემია მედიცინასა და ფიზიოლოგიაში 2021 წელს „ტემპერატურისა და შეხების რეცეპტორების აღმოჩენისთვის“ მიანიჭეს? მოკლედ რომ ვთქვათ, ეს იმის ახსნას დაეხმარა, თუ
გიყვებით კისრისა და ზურგის ძლიერ ტკივილთან გამკლავების ზოგად წესებზე
ზურგის ან კისრის ტკივილი ყოველთვის ძალიან მოულოდნელად და არასასურველ დროს ჩნდება. იგი ცხოვრებას ტანჯვად აქცევს, ჩვეული რიტმიდან გვაგდებს და ადამიანს მხოლოდ ერთი სურვილი
გაწუხებთ „ჭვალი“ ზურგში ან კისრის არეში? სათანადო მალამო არსებობს
ნაკლებად სასიამოვნოა, როცა ზურგი მოულოდნელად „ჩხვლეტას“ იწყებს, კისერი გწიწკნის, ან ვარჯიშის შემდეგ ფეხებისა და მკლავების კუნთებში დისკომფორტი ჩნდება. ასეთი ტკივილი არ გვაძლევს საშუალებას