სახლის გენერალურ დასუფთავებას შეიძლება მთელი შაბათ-კვირა დასჭირდეს: პირველ დღეს მძიმე ყუთების ტარება გიწევთ, კილოგრამობით სარეცხის დარეცხვა, კიბის ტარება ზედა თარომდე მისაწვდომად, ხოლო მეორე დღეს - იძულებული ხართ დაწვეთ, რადგან ზურგის ტკივილის გამო გარეთ გასვლას და გასეირნებასაც ვერ ახერხებთ.
სამწუხაროდ, მსგავსი დაზიანებები მიიღება არა მხოლოდ ენერგიული საქმიანობის დროს. „ზურგის მოწყვეტა“ კომპიუტერთან მუშაობის დროსაც შეიძლება. მაგალითად, კალამი დავარდა და ადამიანი მოუხერხებლად მისწვდა მას ასაღებად. აქედან გამომდინარე, ძალიან მნიშვნელოვანია ვიცოდეთ, თუ როგორ უნდა შევასრულოთ ჩვეული აქტივობები ისე, რომ ტრავმა არ მივიღოთ.
წარწერა ფოტოს ქვეშ: გაჩნდა ტკივილი გენერალური დასუფთავების შემდეგ? კაპსიკამი® დაგეხმარებათ არასასიამოვნო შეგრძნებების მოხსნაში
არავითარ შემთხვევაში არ გააკეთოთ
მთავარია სწორად შეაფასოთ საკუთარი შესაძლებლობები. თუ ტვირთი აშკარად აღემატება თქვენს ძალებს, ნუ ეცდებით მის ოდნავ მაინც გადაადგილებას. ზედმეტად მძიმე საგნის აწევით, ადამიანი ვერ შეძლებს დატვირთვის სწორად გადანაწილებას, ამიტომ წონის უმეტესი ნაწილი ზურგზე „გადავა“.
თავი ძალიან არ უნდა დახაროთ უკან, რაც განსაკუთრებით ხშირად ხდება, როცა ადამიანები ანტრესოლიდან ნივთებს იღებენ ან ჭერის ქვეშ რამეს ასუფთავებენ. ასეთი მოძრაობით არსებობს არტერიის წაჭერის რისკი, რამაც შეიძლება გონების დაკარგვა გამოიწვიოს.
თუ თქვენ რაიმე მძიმეს (წყლით სავსე სათლები ან სველი სარეცხით სავსე ტაშტი) ტარება გიწევთ ბინაში, უნდა ისწავლოთ სწორად შემობრუნება. მოერიდეთ ყოველგვარ გრეხილ მოძრაობებს წელის არეში, თავად მანევრი კი მთელი სხეულით განახორციელეთ, ნაბიჯების ტერფზე გადადგმით.
როგორ გავაკეთოთ ეს სწორად?
დავიწყოთ საფუძვლებით - წონის ოსტატურად მართვა. ნებისმიერ ტვირთს ფეხის კუნთების დახმარებით ვიღებთ: ვჯდებით, ვწევთ და ვდგებით. არანაირი დაძაბულობა ან მოხრა ზურგში. რაც უფრო ძლიერად მივაჭერთ საგანს სხეულზე, მით უფრო ადვილი იქნება მისი აწევა. თუ ტვირთი ძალიან მძიმეა, როგორც ზემოთ აღვწერეთ, უნდა სცადოთ მისი განცალკევება, მაგალითად, თეთრეულით სავსე ტაშტი ერთბაშად კი არა, ნაწილ-ნაწილ აიღეთ.
ანტრესოლზე და სხვა „დიდმაღალი“ სამუშაოების შესრულებისას, რჩევა ერთადერთია - დარწმუნდით, რომ საგნები ხელის დონეზეა. კომფორტულ კიბეზე დგომისას თავის უკან დახრა არ მოგიწევთ. ასევე კარგი იქნება ჩვევად გამოიმუშაოთ ძირს დავარდნილი ნივთის აღებისას სკამიდან ადგომა. ამ მოქმედებას ცოტა მეტი დრო სჭირდება და ადგომის სურვილიც დიდად არ გიჩნდებათ, როცა კომფორტულად ხართ მოკალათებული, მაგრამ ზურგი გეტყვით მადლობას ასეთი დამოკიდებულებისთვის და თავს არ შეგახსენებს.
მსგავსი სახის ხანგრძლივი დატვირთვის დროს აუცილებელია მუშა ხელის პერიოდულად შეცვლა, რათა ხერხემალი დიდხანს არ დარჩეს ერთ პოზიციაში და ზურგი არ დაიძაბოს.
ფოტოს წარწერა: თავიდან მოგიწევთ ყველა რჩევის დამახსოვრება, რათა სწორად გააკეთოთ ყველაფერი, მაგრამ დროთა განმავლობაში ზურგზე ზრუნვის ჩვევა მყარად გამოგიმუშავდებათ.
თუ უკვე გტკივა
თუ ტრავმა ვერ აიცილეთ, დაუყოვნებლივ უნდა მიმართოთ ექიმს. ხოლო არასასიამოვნო შეგრძნებების მოსახსნელად შეგიძლიათ გამოიყენოთ მალამო კაპსიკამი®, რომელიც შექმნილია კუნთების მწვავე ტკივილის სწრაფი დახმარებისთვის.
მის შემადგენლობაში შემავალი ხუთი აქტიური კომპონენტი მუშაობს როგორც გუნდი, რომელშიც თითოეული პასუხისმგებელია სხვადასხვა ფუნქციაზე და ამავდროულად ავსებს ერთმანეთს. ბენზილის ნიკოტინატი აუმჯობესებს სისხლის მიმოქცევას დაზიანების კერაში. ნონივამიდი ამცირებს ტკივილს და აფართოებს კანის სისხლძარღვებს. ბუნებრივი სკიპიდარი და ქაფური დამატებით ხელს უწყობს ტკივილის შემცირებას და სისხლის მიმოქცევის გაძლიერებას, ხოლო დიმეთილ სულფოქსიდი ხელს უწყობს სხვა აქტიური ნივთიერებების შეღწევას ტკივილის კერაში. მალამო არ შეიცავს არასტეროიდულ ანთების საწინააღმდეგო საშუალებებს.