როგორ გავატაროთ შემოდგომა ზურგისა და კისრის ტკივილის გარეშე: 4 „არა“
ცივი ამინდის დადგომასთან ერთად ბევრს ზურგის, კისრის, ფეხების და ხელების ტკივილი აწუხებს. ამის მრავალი მიზეზი შეიძლება იყოს - ჰიპოთერმიიდან აქტივობის ნაკლებობამდე.
იმისათვის, რომ დისკომფორტმა და არასასიამოვნო შეგრძნებებმა მოულოდნელად არ შემოგვიტიოს და, შესაბამისად, არ ჩაგვიშალოს ყველა გეგმა, მნიშვნელოვანია რამდენიმე წესის დაცვა. სტატიაში მოგვიყვებით რომელი 4 „არა“ დაგეხმარებათ შემოდგომის გატარებაში ზურგისა და კისრის ტკივილის გარეშე.
1. მოერიდეთ ჰიპოთერმიას
რატომ არის მნიშვნელოვანი? თბილი და მშრალი ზაფხულის შემდეგ, ზოგჯერ გვიჭირს ამინდის ცვლილებასთან შეგუება. ამასთან, შემოდგომა მზაკვრული შეიძლება იყოს - ფანჯარაში მზე იჭყიტება, ამ დროს გარეთ ცივა და ქარი უბერავს. თუ ამინდისთვის შეუფერებლად ჩაიცვით და თბილად ჩაცმა დაგავიწყდათ, შეიძლება მიოზიტი - კუნთების ანთება აიკიდოთ, რომელიც ყველაზე ხშირად ზურგის ან კისრის არეში ვლინდება. მიოზიტი ტემპერატურის მკვეთრი ცვლილების, ორპირი ქარის გამო ჩნდება, მას ახასიათებს ყრუ, ზოგჯერ მკვეთრი ხანმოკლე ტკივილი.
რა შეიძლება გაკეთდეს? ყველაფერი ძალიან მარტივია - ამინდის შესაბამისად ჩაიცვით. მაშინაც კი, თუ გეჩვენებათ, რომ გარეთ თბილა, უმჯობესია თბილი ზედა წაიღოთ თან. ასევე მნიშვნელოვანია, რომ ზურგი და კისერი იყოს დაცული – ქურთუკი წელის მიდამოს უნდა ფარავდეს, ყელი კი ჯობია შარფით დაიცვათ.
აგრეთვე მნიშვნელოვანია ორმხრივი ქარისგან თავის დაცვა. თუ ოთახში თბილა და ღია ფანჯრიდან ოდნავ ნიავი უბერავს, ტემპერატურის კონტრასტი წარმოიქმნება, რამაც შეიძლება გამოიწვიოს ლოკალური ჰიპოთერმია. შედეგად კი - ტკივილი ზურგისა და კისრის არეში.
2. არ დაგავიწყდეთ აქტივობები
რატომ არის მნიშვნელოვანი? თუ ზაფხულში გასეირნება, ველოსიპედით სიარული და სპორტი ჩვეულებრივი რამ იყო, ცივი ამინდების დადგომასთან ერთად ის, რაც ყველაზე მეტად გეზარებათ - თბილი საწოლიდან ადგომაა. მაგრამ რაც უფრო ნაკლებს ვმოძრაობთ, მით უფრო სწრაფად სუსტდება ჩვენი კუნთები და სახსრები. ეს ნიშნავს, რომ მოძრაობის ნებისმიერ მცდელობას შეიძლება ახლდეს ტკივილი ზურგში, კისერზე, ფეხებსა და ხელებში.
რა შეიძლება გაკეთდეს? დაიწყეთ მცირე ფიზიკური აქტივობებით. მაგალითად, მაღაზიაში მანქანით გამგზავრების ნაცვლად, უმჯობესია გაისეირნოთ, ხოლო ლიფტით ასვლის ნაცვლად - ფეხით ასვლა სასურველ სართულზე. მარტივი სახლის დასუფთავებაც კი აქტივობას წარმოადგენს.
სამსახურში ასევე უმჯობესია რაც შეიძლება მეტი იმოძრაოთ - მაგალითად, ყოველ საათში ერთხელ შესვენება და მოთელვა გააკეთოთ, გაისეირნოთ სადილის შესვენების დროს და არა მუდმივად კომპიუტერს დაუჯდეთ.
3. არ დაარღვიოთ კვების რაციონი
რატომ არის მნიშვნელოვანი? შემოდგომაზე ძალიან ხშირად მავნე რაღაცეები გინდებათ - შოკოლადიდან და ნამცხვრებიდან დაწყებული ბურგერებითა და კარტოფილი ფრით დამთავრებული. ზოგიერთი მკვლევარის აზრით, ეს ყველაფერი ინსტინქტების ბრალია. რაც უფრო ნაკლები მზეა, მით ნაკლები დროა საკვების მოსაძებნად. შესაბამისად, მისი მოძიება და მირთმევა რაც შეიძლება სწრაფად უნდა მოხდეს, წინააღმდეგ შემთხვევაში ენერგია მოგაკლდებათ. ესე იგი უმარტივესი გზაა - რაიმე ცხიმიანის და სწრაფნახშირწყლების ჭამა: სწრაფი კვება, ტკბილეული, ცომეული.
ერთობლიობაში კი ეს ყველაფერი, აქტივობის ნაკლებობასთან ერთად, წონის მატებას იწვევს. ჩნდება მანკიერი წრე: ჭარბ წონასთან ერთად ძნელდება გადაადგილება, ხოლო დატვირთვის ნაკლებობა იწვევს კილოგრამების კიდევ უფრო მეტ ზრდას.
რა შეიძლება გაკეთდეს? გააკონტროლეთ თქვენი რაციონი. რა თქმა უნდა, ძნელია ნაირ-ნაირ „მავნეებზე“ უარის თქმა, ამიტომ შეგიძლიათ მათი რაოდენობის შეზღუდვა სცადოთ. ასევე შეგიძლიათ მიირთვათ მეტი სეზონური ბოსტნეული და ხილი, რომელიც ჯერ კიდევ უხვადაა შემოდგომაზე.
არ დაივიწყოთ საკმარისი რაოდენობის წყალი - ის უზრუნველყოფს სისხლის თავისუფალ მიმოქცევას და ხელს უწყობს ჟანგბადის და საკვები ნივთიერებების მიწოდებას ყველა ორგანოსა და სისტემაში, მათ შორის კუნთებში.
4. არ უგულველყოთ ექიმთან ვიზიტები
რატომ არის მნიშვნელოვანი? ზურგისა და კისრის პრობლემები შეიძლება წარმოიშვას სხვადასხვა მიზეზის - როგორც ძილის ან მუშაობის დროს სხეულის არასწორი მდებარეობის, ასევე ტრავმებისა ან სერიოზული დაავადებების გამო, როგორიცაა თიაქარი ან თუნდაც შინაგანი ორგანოების ანთება. მხოლოდ ექიმს შეეძლება შეარჩიოს სწორი მკურნალობა. მაგალითად, კუნთების ტკივილის დროს, ეს შეიძლება იყოს მასაჟი, ფიზიოთერაპია და სპეციალური პრეპარატები.
რა შეიძლება გაკეთდეს? ეწვიეთ სპეციალისტს არა მხოლოდ მაშინ, როცა უკვე გტკივათ ზურგი ან კისერი, არამედ პროფილაქტიკური მიზნითაც - წელიწადში ერთხელ მაინც. ეს ღონისძიება ხელს შეუწყობს დაავადების გაჩენის თავიდან აცილებას.
პროფილაქტიკური მიზნით შეგიძლიათ იაროთ მასაჟზე - ის ადუნებს კუნთებს, რაც იმას ნიშნავს, რომ ისინი ნაკლებად გეტკინებათ. მაგრამ სეანსის ჩატარებამდე მნიშვნელოვანია სპეციალისტებთან კონსულტაცია - ზურგისა და კისრის ზოგიერთი დაავადების დროს მასაჟი არ არის რეკომენდებული.
რა ვქნათ, თუ კისერი ან ზურგი მოულოდნელად აგვტკივდა?
კისრის ან ზურგის ტკივილის შემსუბუქებას და მდგომარეობის აღდგენას ხელს შეუწყობს ტკივილგამაყუჩებელი და გამახურებელი მალამო - მაგალითად, კაპსიკამი®. აი რა უპირატესობები გააჩნია მას.
შემადგენლობა შეიცავს ნონივამიდს - წითელი წიწაკის მწარე გემოს გამომწვევი ნივთიერების - კაპსაიცინის ანალოგს. ნონივამიდი ამცირებს ტკივილს და აფართოებს კანის სისხლძარღვებს. სწორედ ამიტომ ჩნდება მალამოს წასმის შემდეგ სითბოს შეგრძნება.
გარდა ნონივამიდისა, შემადგენლობა შეიცავს კიდევ 4 აქტიურ ნივთიერებას დაბალანსებული თანაფარდობით - დიმეთილსულფოქსიდს, ბენზილნიკოტინატს, სკიპიდარს და ქაფურს. ისინი უზრუნველყოფს ანთების საწინააღმდეგო და ტკივილგამაყუჩებელ ეფექტს, აუმჯობესებს სისხლის მიმოქცევას.
რა ვქნათ, თუ ზურგის, კუნთებისა და სახსრების ტკივილი გვაწუხებს? სპოილერი: სითბო დაგეხმარებათ
იცოდით, რომ ნობელის პრემია მედიცინასა და ფიზიოლოგიაში 2021 წელს „ტემპერატურისა და შეხების რეცეპტორების აღმოჩენისთვის“ მიანიჭეს? მოკლედ რომ ვთქვათ, ეს იმის ახსნას დაეხმარა, თუ
გიყვებით კისრისა და ზურგის ძლიერ ტკივილთან გამკლავების ზოგად წესებზე
ზურგის ან კისრის ტკივილი ყოველთვის ძალიან მოულოდნელად და არასასურველ დროს ჩნდება. იგი ცხოვრებას ტანჯვად აქცევს, ჩვეული რიტმიდან გვაგდებს და ადამიანს მხოლოდ ერთი სურვილი
გაწუხებთ „ჭვალი“ ზურგში ან კისრის არეში? სათანადო მალამო არსებობს
ნაკლებად სასიამოვნოა, როცა ზურგი მოულოდნელად „ჩხვლეტას“ იწყებს, კისერი გწიწკნის, ან ვარჯიშის შემდეგ ფეხებისა და მკლავების კუნთებში დისკომფორტი ჩნდება. ასეთი ტკივილი არ გვაძლევს საშუალებას