სტატიებს დაუბრუნდით

როგორ დავამარცხოთ ზურგის ტკივილი და არ ამოვვარდეთ ცხოვრების ჩვეული რეჟიმიდან

გაზაფხულს მზაკვრული ხასიათი აქვს – გგონია, უკვე თბილა და მზე მთელი ძალით აცხუნებს, იცმევ მსუბუქ ქურთუკს, ამ დროს კი უცებ ქარი ამოვარდება და ზურგში „დაგიბერავს“. ან ქუჩის სითბოდან შედიხარ ოფისში, ჯდები ღია ფანჯარასთან – შედეგი იგივეა: დილით, როგორც კი საწოლიდან წამოდგები, მკვეთრ, ჩხვლეტით ტკივილს, ე.წ. „ჭვალს“ იგრძნობ წელის არეში.  

ასეთი „ჭვალის“ მრავალი მიზეზი შეიძლება არსებობდეს, მაგრამ ის ძირითადად ტემპერატურულ სხვაობას უკავშირდება. სიცივის გამო შესაძლოა კუნთების ანთება განვითარდეს, როგროც შედეგი კი – მიოზიტი, რომელსაც თან მწვავე, უფრო ხშირად ზურგის, ტკივილი ახლავს. თუ სათანადო ზომებს არ მიიღებთ, ეს მდგომარეობა ქრონიკულში შეიძლება გადაიზარდოს. მაგრამ კარგი ამბავიც გვაქვს: შესაძლებელია ტკივილის სინდრომის შემსუბუქება – გავარკვიოთ, რა არის ამისთვის საჭირო.  

1. უზრუნველყავით სიმშვიდე 

ზურგის ტკივილის დროს ძალზე მნიშვნელოვანია ხერხემალზე დატვირთვის შემცირება. აუცილებელია მკვეთრი შემობრუნების და დახრის თავიდან აცილება, ასევე არ შეიძლება სიმძიმის აწევა და მოუხერხებელ პოზაში დგომა. მწვავე შეტევის დროს დგომაც კი არ არის რეკომენდებული, რადგან სხეულის წონამ შეიძლება ზეწოლა მოახდინოს ხერხემალზე და გააუარესოს მდგომარეობა. 

საუკეთესო გამოსავალი სწორ ზედაპირზე დაწოლა და ბუნებრივი პოზის მიღება არის. გარდა ამისა, შეგიძლიათ აწიოთ ფეხები, დაიდოთ ფეხების ქვეშ დახვეული საბანი ან ბალიში და მოხაროთ ფეხები მუხლებში – ეს ხელს შეუწყობს კუნთების მოდუნებას. მთავარია, ყურადღება გაამახვილოთ თქვენს შეგრძნებებზე: ტკივილი არ უნდა გაძლიერდეს. 

2. ზურგზე რაიმე თბილი დაიდეთ 

ეს შეიძლება იყოს სათბურა თბილი წყლით, შალის შარფი ან თავშალი. ასეთი დათბობა 10-15 წუთის განმავლობაში ხელს უწყობს კუნთების გახურებას და მოდუნებას – ეს კი თავის მხრივ სპაზმებს ხსნის და ტკივილს ასუსტებს. 

ამავდროულად, მნიშვნელოვანია, არ დაუშვათ დამატებითი გადამეტცივება – მაგალითად, არ შეიძლება ყინულის პაკეტის მიდება, რაც მხოლოდ გააძლიერებს ანთებას. 

3. მიმართეთ ექიმს 

თუ ტკივილი საკმაოდ დიდი ხნის განმავლობაში არ გაქრა, ნუ ეცდებით თვითმკურნალობას – სპეციალისტს უნდა მიმართოთ.  

საქმე იმაშია, რომ ზურგის მწვავე ტკივილი შეიძლება გაჩნდეს არა მხოლოდ ორპირი ქარის ან გადამეტცივების, არამედ სხვა მიზეზების გამო. ეს შეიძლება იყოს სხეულის არასწორი პოზა ძილის ან მუშაობის დროს, ძველი ტრავმები, რომლებიც თავს იჩენს, და ისეთი სერიოზული დაავადებებიც კი, როგორიცაა თიაქარი. და მხოლოდ ექიმს შეუძლია სწორი დიაგნოზის დასმა და შესაბამისი მკურნალობის დანიშვნა – მაგალითად, ეს შეიძლება იყოს მასაჟი და ფიზიოთერაპია.  

4. გამოიყენეთ სპეციალური მალამოები 

ტკივილის სინდრომის შესამსუბუქებლად და მდგომარეობის აღსადგენად შეგიძლიათ წაისვათ ტკივილგამაყუჩებელი და გამათბობელი მალამო – მაგალითად, კაპსიკამი®. იგი შეიცავს 5 აქტიურ ნივთიერებას ერთდროულად სპეციალურად შერჩეულ დოზებში:  

  • ნონივამიდი (ჭოტოსანი წიწაკის მწარე ნივთიერების ანალოგი) ამცირებს ტკივილს და აფართოებს კანის სისხლძარღვებს – შესაბამისად, მალამოს წასმის შემდეგ სითბოს შეგრძნება ჩნდება; 
  • დიმეთილსულფოქსიდს ანთების საწინააღმდეგო და ტკივილგამაყუჩებელი მოქმედება აქვს, ასევე იგი ხელს უწყობს პრეპარატის დანარჩენი კომპონენტების შეღწევას კანის მეშვეობით ტკივილის კერამდე; 
  • ბენზილნიკოტინატი აფართოებს სისხლძარღვებს და აუმჯობესებს სისხლის მიმოქცევას, მათ შორის დაზიანების კერაში; 
  • სკიპიდარი და ქაფური დამატებით აძლიერებს სისხლის მიმოქცევას, ამცირებს ტკივილს. 

კაპსიკამი® უნდა წაისვათ აპლიკატორის დახმარებით 2-3-ჯერ დღეში თხელ ფენად მტკივნეული ადგილის არეში. არ შეგეშინდეთ ტანსაცმლის დაბინძურების – მალამო სწრაფად შეიწოვება და ქსოვილზე კვალს არ ტოვებს. 

ყველა უფლება დაცულია.