სტატიებს დაუბრუნდით

როგორ შევარჩიოთ სწორი სპორტული გამახურებელი მალამო?

სპორტსმენებმა იციან, რომ ვარჯიშის შემდგომ კუნთების ტკივილი ჩვეულებრივი რამ არის, განსაკუთრებით მაშინ, როდესაც სპორტს შესვენების შემდეგ უბრუნდებიან ან ახალ ვარჯიშს ცდიან. და, რა თქმა უნდა, კუნთებს აღსადგენად დრო დასჭირდება – ამიტომ უნდა „მოეშვათ“ მათ ცოტა ხნით და ვარჯიში უნდა გადადოთ. არსებობს კიდევ ერთი გზა, რომელიც დააჩქარებს აღდგენის პროცესს და შეამცირებს ტკივილს – წაისვით სპეციალური გამახურებელი მალამო.  

სტატიაში მათ შესახებ უფრო დეტალურად მოგიყვებით მალამო კაპსიკამის® მაგალითზე.  

რისთვის არის საჭირო? 

სპორტული გამახურებელი მალამოები ჩვეულებრივ გამოიყენება ორ შემთხვევაში: 

  • ტკივილის სინდრომის შესამსუბუქებლად. ვარჯიშის დროს კუნთების ბოჭკოებს შეიძლება ტრავმა მივაყენოთ, თუმცა დისკომფორტი და დაჭიმულობა არ ჩნდება იმავე დღეს, არამედ გარკვეული დროის შემდეგ. ასე ჩნდება სინდრომი, რომელსაც ეწოდება კუნთების დაგვიანებული ტკივილი. 
  • ვარჯიშის წინ კუნთების დასახმარებლად. მალამო გვეხმარება მათ გახურებაში, რათა ისინი უფრო ელასტიური და ვარჯიშისთვის მომზადებული იყოს – შესაბამისად, ტრავმებისაკენ ნაკლებად მიდრეკილნი. 

როგორ მუშაობს გამახურებელი მალამოები? 

ასეთი მალამოების შემადგენლობაში შედის სპეციალური ნივთიერებები, რომლებიც მოქმედებენ კუნთოვან ქსოვილზე და აქვთ გამახურებელი და მომადუნებელი ეფექტი. ასეთი მოქმედების წყალობით სისხლძარღვები ფართოვდება, აქტიურდება სისხლის მიმოქცევა და დაჩქარდება ქსოვილებში ნივთიერებათა მიმოქცევა. იგივე ხდება ვარჯიშის წინ გახურებისას ან სპორტული მასაჟის დროს.  

ხოლო თუ მალამოს მტკივნეულ კუნთებზე ვარჯიშის შემდეგ წაისვამთ, არასასიამოვნო შეგრძნებამ და დისკომფორტმა შესაძლოა გაიაროს. საქმე იმაშია, რომ მოქმედი ნივთიერება გავლენას ახდენს არა მხოლოდ სისხლის მიმოქცევაზე, არამედ ნერვულ დაბოლოებებზეც – ის ბლოკავს ტკივილის იმპულსების გამტარობას. 

როგორი არსებობს? 

გამახურებელი მალამოების შემადგენლობა შეიძლება შეიცავდეს სხვადასხვა კომპონენტს, მაგრამ უფრო ხშირად ეს არის იმ ნივთიერების ანალოგები, რომელიც იწვევეს წითელი წიწაკის მწარე გემოს – ეს არის კაპსაიცინი. მაგალითად, მალამო კაფსიკამში® ეს არის ნონივამიდი – რომელიც ამცირებს ტკივილს და აფართოებს კანის სისხლძარღვებს. ამიტომ მალამოს წასმის შემდეგ ჩნდება სითბოს შეგრძნება. 

ნონივამიდის გარდა, კაფსიკამი შეიცავს კიდევ 4 აქტიურ ნივთიერებას დაბალანსებული თანაფარდობით, რომლებიც აძლიერებენ და ავსებენ ერთმანეთის მოქმედებას. 

  • დიმეთილსულფოქსიდს აქვს ანთების საწინააღმდეგო და ტკივილგამაყუჩებელი მოქმედება, ასევე იგი ხელს უწყობს პრეპარატის დანარჩენი კომპონენტის შეღწევას კანის მეშვეობით ტკივილის კერამდე. 
  • ბენზილნიკოტინატი აფართოებს სისხლძარღვებს და აუმჯობესებს სისხლის მიმოქცევას, მათ შორის დაზიანების კერაში. 
  • სკიპიდარი და ქაფური დამატებით აძლიერებს სისხლის მიმოქცევას, ამცირებს ტკივილს. 

რამდენიმე კომპონენტის წყალობით პრეპარატს აქვს ტკივილგამაყუჩებელი და გამახურებელი ეფექტი და შეუძლია დახმარება ვარჯიშის შემდეგ მიღებული მიკროტრავმის და კუნთების ანთების შემთხვევაში კუნთების დაგვიანებული ტკივილის დროს. 

ყველა უფლება დაცულია.